ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა


საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

თავისუფალი დებატების ფორმატში გამოსვლისას, ირაკლი ჩიქოვანი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას შეეხო და მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვისაც ახალი, მნიშვნელოვანი თავი გადაიშალა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია, რაც, მისივე თქმით, ევროპელმა პარტნიორებმაც აღიარეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან