ტურისტების გაზრდილი სტატისტიკა

12.02.2024 01:14

საქართველომ რეკორდული 4 მილიარდ, 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის, პანდემიამდელ დონეს 26.2%-ით გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს 17.3%-ით. გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად მოიმატა მოგზაურთა რაოდენობამ. 2023 წელს საქართველოში 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: