კლიმატის ცვლილებებით შექმნილი საფრთხეები და გამოწვევები


მსოფლიო ლიდერების გაფრთხილება და უმძიმესი პროგნოზები ქალაქ გლაზგოდან - დიდი ბრიტანეთი 120-ზე მეტი ქვეყნის პირველ პირთა შეკრების ადგილად რჩება.

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ, გარემოზე კლიმატის ცვლილების დამანგრეველ გავლენას სასწრაფო რეაგირება სჭირდება. კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება, - ამ გზავნილით წარდგა ტრიბუნასთან ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიო ლიდერებს წინამორბედის ქცევის და პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლის გამო ბოდიშიც მოუხადა და გლობალური დათბობის შესაჩერებლად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. ატმოსფეროში სათბური აირების გამოყოფის შემცირება და ტყეების გაჩეხვის შეჩერება კონფერენციაზე მიღწეული ორი მთავარი შეთანხმებაა.

ვალდებულების შესასრულებლად ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, კონკრეტულ გეგმაზე მოუწევს მუშაობა, თუმცა გლაზგოში მიღწეულ შეთანხმებებს გარემოსდამცველები სკეპტიკურად უყურებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან