იერუსალიმის კამერატა საქართველოში
7, 8, 9 ივნისს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება. 3 ივნისს, ამ თემასთან დაკავშირებით, გაიმართა პრესკონფერენცია. ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება რიგი ღონისძიებები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია „იერუსალიმის კამერატა საქართველოში". თბილისის კონცერტიდან მიღებული თანხა პატარა ქეთი აბაშიძის მკურნალობას მოხმარდება. აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას ინიციატივით, 6 ივნისს საქართველოს მაესტრო ავნერ ბირონის დირიჟორობით, სოფლიოში აღიარებული ორკესტრი ისრაელიდან „იერუსალიმის კამერატა" ეწვევა. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე სომხური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი პიანისტი სერგეი ბაბაიანი წარსდგება. მათი ტანდემი პირველად სწორედ საქართველოში შედგება. კონცერტები გაიმართება: 7 ივნისი - ბათუმი; 8 ივნისი - ქუთაისი; 9 ივნსისი - თბილისი. პროექტის ორგანიზატორია კომპანია „აკადემიური ხელოვნების განვითარების ცენტრი." პარტნიორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
იერუსალიმის ტაძრის მთა 🔴
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა
The holy fire from Jerusalem 2017 | ცეცხლის გადმოსვლა
info rustavi
ჯგუფი "კავკასიონი" და სოფო ბედია "ღმერთმა ინებოს"
Marika Zhvania
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი (ნაწ 5)
Davit Sarishvili
იერუსალიმის საპატრიარქოში 4
B. K.
იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იერუსალიმის სინაგოგაში მომხდარი ტერაქტის შედეგად მსხვერპლთა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იერუსალიმის ქრისტ. უბნის მონასტრები (ნიკოლოზის, მიქაელ მთავა...
B. K.