იერუსალიმის კამერატა საქართველოში

06/04/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

7, 8, 9 ივნისს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება.
3 ივნისს, ამ თემასთან დაკავშირებით, გაიმართა პრესკონფერენცია.
ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება რიგი ღონისძიებები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია „იერუსალიმის კამერატა საქართველოში\".
თბილისის კონცერტიდან მიღებული თანხა პატარა ქეთი აბაშიძის მკურნალობას მოხმარდება.
აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას ინიციატივით, 6 ივნისს საქართველოს მაესტრო ავნერ ბირონის დირიჟორობით, სოფლიოში აღიარებული ორკესტრი ისრაელიდან „იერუსალიმის კამერატა\" ეწვევა. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე სომხური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი პიანისტი სერგეი ბაბაიანი წარსდგება. მათი ტანდემი პირველად სწორედ საქართველოში შედგება.
კონცერტები გაიმართება:
7 ივნისი - ბათუმი;
8 ივნისი - ქუთაისი;
9 ივნსისი - თბილისი.
პროექტის ორგანიზატორია კომპანია „აკადემიური ხელოვნების განვითარების ცენტრი.\"
პარტნიორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია.


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან