სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი


საპროცედურო კომიტეტი მომავალ კვირას სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.
მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება. საქმე ეხება რეგლამენტში გაწერილ დათქმას, რომლის მიხედვითაც თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „დროასა“ და „ლეიბორისტების“ ლიდერებზე. ასევე კომიტეტის სხდომაზე განიხილება ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც, რომლის მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო. საკითხის განხილვა საპროცედურო კომიტეტზე გასულ კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა კომიტეტის წევრების კოვიდ-დაინფიცირების გამო, სხდომა ვერ შედგა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან