შეზღუდვები სარფის საბაჟოზე


საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, დროებით იზღუდება გადაადგილება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

შეზღუდვა დღეს საღამოს 18 საათიდან ამოქმედდება. განცხადებას ავრცელებს ბათუმში თურქეთის საკონსულოც. საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17:00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.

14 მარტიდან მოქალაქეების გადაადგილება 10 დღით შეჩერდა საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან