26 წელი ტამიშის ბრძოლიდან


26 წელი აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდიდან, რომელიც ისტორიას ტამიშის ბრძოლის სახელით შემორჩა.

1993 წლის 2 ივლისს, ქართველ სამხედროებს რუსეთის რეგულარული არმიის მიერ გადმოსხმული საზღვაო დესანტი, ზურგიდან დაესხა თავს. სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად ზღვიდან მოულოდნელი შეტევით დაწყებული საბრძოლო მოქმედებები ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში და მის მომიჯნავე სოფლებში, თითქმის 10 დღეს გრძელდებოდა. 300 მებრძოლის დაკარგვის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა ძირითადად რუსებით, აფხაზი მებრძოლებით და დაქირავებული ჩრდილოკავკასიელებით დაკომპლექტებული დესანტი მოიგერიეს და მთლიანად გაანადგურეს. 10-დღიან სისხლიან შეტაკებებს დღეს ის ადამიანები იხსენებენ, რომლებიც 26 წლის წინ, ქართულ საბრძოლო შენაერთებს ხელმძღვანელობდნენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან