სასცენო სამოსის გადაცემა
კულტურის სამინისტრო სხვადასხვა ანსამბლისთვის საჭირო სასცენო სამოსის გადაცემას განაგრძობს. ამჯერად ექვსი ხევსურული ჯუბა ანსამბლმა „ურმულმა“, 25 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი და 12 სასცენო კაბა კი ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „როკვამ“ მიიღო. ახალი სასცენო სამოსი ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“ წარმატებით საქმიანობს და არის არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალზე სხვადასხვა პრიზის მფლობელი. კვინტეტი „ურმული“ კი წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯგუფის რეპერტუარი მოიცავს ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშებსა და ხელმძღვანელის, ნუგზარ-დავით ქავთარაძის საავტორო ნაწარმოებებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამების ტაძრის გუნდისთვის სამოსის გადაცემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანსამბლ „ოქროს ფარის“ ქორეოგრაფი ნონა თედიაშვილი გადაცემაში...
Stars TV
შეხვედრა ანსამბლ „სახიობასთან“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კულტურის სამინისტრომ ახალი კონკურსი გამოაცხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კონკურსები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრადიციული სასცენო სამოსი „ბერმუხასთვის“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანსამბლ „გურჯაანის“ ახალი სასცენო სამოსი გადაეცა
telekompania gurjaani
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ "ძირიანს" ტრადიციული სასცენო სა...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება