მარნეულის გამგეობა ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას გეგმავს
03/31/2016
Municipality of Marneuli-ის
მიერ
მარნეულის გამგეობა ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ნარჩენების მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შედგა,მოწვეულნი იყვნენ საკითხით დაინტერესებული მხარეები, მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, კერძო სექტორის წარმომადგენლები და თთვითმმართველობის თანამშრომლები.
სამუშაო შეხვედრას გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი უძღვებოდა, რომელმაც მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა დამსწრე საზოგადოებას.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა მუნიციპალიტეტში არსებული ნარჩენების კლასიფიკაცია, მისი შეგროვების ტექნოლოგიები, დამუშავება და ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელებული პრაქტიკის მიმოხილვა.
როგორც გამგებელმა შეხვედრისას განმარტა, მუნიციპალიტეტი მზადაა განახორციელოს ის მასშტაბური პროექტი, როგორიცაა ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ყუთების დადგმა და ამისთვის მხარდაჭერა აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს სთხოვა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ რომ, ნარჩენების პრობლემის გადაჭრისთვის შეიმუშავებენ სტრატეგიის დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი საკითხის მოგვარებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მხრიდან ნარჩენების მართვის სერვისის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობა და მათი ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხებზე.
ვრცლად იხილეთ (ოფიციალური სოციალური ქსელი): https://www.facebook.com/media/set/?s...