ევროპის დღესთან დაკავშირებით, ფილმის ჩვენება გაიმართა


„მე და ევროპა“ - კინოთეატრ „ამირანში“ მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალურად ევროპის დღისთვის შექმნილი ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ევროკავშირის წარმომადგენლობა წელს საქართველოში 9 მაისს, ევროპის დღეს, ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს.

ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს.

ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დაესწრო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან