რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება


ინფიცირების საგანგაშო მაჩვენებელი დღესაც შენარჩუნდა.

ცალკეული შეზღუდვების მოქმედების მიუხედავად, „დელტა“ შტამი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ტემპებით ვრცელდება. ყოველდღე საქართველო ათეულობით ადამიანს კარგავს. საველე ჰოსპიტალებში პაციენტების რაოდენობა საათობრივად იმატებს. ჰოსპიტალურ სექტორში ყველანაირი რესურსი ამოწურვის ზღვარზეა. დამაიმედებელია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების ფონზე სულ უფრო იზრდება მიმართვიანობა ვაქცინაციაზე. ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი საშუალოდ 25-დან 30 000-მდე მერყეობს. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, თუ მომდევნო თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანი მაინც აიცრება, პანდემიასთან ბრძოლაში სერიოზული წინსვლა იქნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან