მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაური


მეკობრეების მიერ გატაცებული, ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ კავშირზეა ბერძნულ კომპანიასთან, რომლის ხომალდიდანაც მეზღვაურები გაიტაცეს. ცნობილია, რომ თავდასხმის ადგილი აფრიკაში ერთ-ერთ უსაფრთხო პორტად ითვლება, გარდა ამისა, ტანკერზე შეიარაღებული დაცვაც იმყოფებოდა.

 ოთხი მეზღვაური მეკობრეებმა ორი დღის წინ გამთენიისას გაიტაცეს. მათგან ერთი საქართველოს, ორი ფილიპინებისა და ერთი კი საბერძნეთის მოქალაქეა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან