შსს-მ ვებგვერდებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კიბერდანაშაულის ჩადენის ფაქტზე ამხილეს ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული დავით შ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით შ-მ სხვადასხვა დროს, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით უკანონოდ შეაღწია და ცრუ ინფორმაცია განათავსა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ასევე საინფორმაციო სააგენტო ,,სამოქალაქო პრესის“ ვებგვერდებზე – http://szs.gov.ge, http://moa.gov.ge, http://cp.ge. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოდ შეაღწია: droni.ge-ს, news.ge-ს, newpress.ge-ს, guria.gov.ge-ს, dea.ge-ს და ipn.ge-ს ვებგვერდებზე. სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დავით შ-ს საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ „რუსთავი-2“-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის...
TV IMEDI
შსს-მ კიბერდანაშაული გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა აბაშიძე თბილისი პრაიდის შესახებ
ინდიგო | INDIGO MAGAZINE
დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო