დღეს, 21:00 საათზე, „მადლიერების ტაშის“ აქცია გაიმართება

18.03.2020 03:21

დღეს, 21:00 საათზე, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორი 3-ის“ თანაორგანიზებით, „მადლიერების ტაშის“ აქცია გაიმართება. ერთსა და იმავე დროს, საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, საქართველო საერთაშორისო კამპანიას შეუერთდეს. მარიკა შალიკაშვილი დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო