გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა

07.01.2019 03:34

გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაინფიცირებული. წინა კვირაში ეს მონაცემი 277-ს შეადგენდა. ვირუსის სიმპტომების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებებმა იმატა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამბულატორიული დაწესებულებების ნაწილი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაეყვანა. ხუთი ობიექტი - „მედკაპიტალი-გლდანი“, „მედკაპიტალი-საბურთალო“, „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, „მედსი“ და „მედკაპიტალი-სამგორი“ დღეს 10 საათიდან 22 საათამდე, ხვალიდან კი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო