გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა


გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაინფიცირებული. წინა კვირაში ეს მონაცემი 277-ს შეადგენდა.

ვირუსის სიმპტომების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებებმა იმატა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამბულატორიული დაწესებულებების ნაწილი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაეყვანა.

ხუთი ობიექტი - „მედკაპიტალი-გლდანი“, „მედკაპიტალი-საბურთალო“, „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, „მედსი“ და „მედკაპიტალი-სამგორი“ დღეს 10 საათიდან 22 საათამდე, ხვალიდან კი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან