განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებისთვის
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი პროცედურები და ვადები, რაც გულისხმობს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან განბაჟების პროცედურების 2021 წლის 1 მარტამდე გავლას. აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში განხორციელდა რამდენიმე ცვლილება, რომლის მიხედვით, ავტომობილების მფლობელებს თავდაპირველად, დეკლარირების ვალდებულება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ. შეღავათით ჯერ 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების მფლობელებმა ისარგებლეს, ხოლო შემდგომ, აღნიშნული შეღავათი 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ მანქანებზეც გავრცელდა. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, გადასახადებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით, რომ არ მოხდეს განსაბაჟებელი ავტომობილების დაშლა და შემდგომში მისი ავტონაწილებად რეალიზაცია, საბაჟო პროცედურების მკაცრი კონტროლი ხორციელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეღავათები ავტოიმპორტიორებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განბაჟების ვადა გახანგრძლივდა
Revenue Service
ავტომობილების განბაჟების ვადა 31 აგვისტოს იწურება
TV 25
ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა გადაუვადდათ
Revenue Service
ავტომობილების განბაჟების ვადა 31 მაისს იწურება
ტვ არგო / TV ARGO
ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხ...
Revenue Service
2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტ...
Euronews Georgia
#ბიზნესპარტნიორი ლარის კურსის გაუფასურების გამო, სავარაუდოდ,...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი