არახამიას მორიგი გზავნილი და მუქარა


მძიმე ბრალდებებისა და მწვავე გზავნილების შემდეგ, პირდაპირ მუქარა - უკრაინელი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გაძევებითა და რევოლუციით, მის გარემოცვასა და პოლიტიკოსებს კი სანქციების დაწესებით ემუქრება. სკანდალური განცხადების ავტორი დავით არახამიაა, რომელმაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება არაერთხელ მოითხოვა და დააანონსა. უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ ლიდერებს განცხადებების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ მათ წინააღმდეგ ყველა მტკიცებულებას სანქციებზე მომუშავე ორგანოებს გადასცემს.

არახამიას კიდევ ერთი გზავნილია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის მზად არ არის და არც პოლიტიკური ნება არ აქვს. უკრაინელი მაღალჩინოსნის ტონი და რიტორიკა ერთდროულად მწვავე და თან ცინიკური იყო - ისევე როგორც წინა შემთხვევებში, როცა ქვეყანას რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის დახმარებაში მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებდა, არც ამჯერად მოუყვანია ერთი ფაქტი ან მტკიცებულებაც კი, თუ რატომ იმსახურებენ მის მიერ დასახელებული პირები სანქციებს. რეაქციები თბილისიდან საკმაოდ მძიმე იყო. არახამიას გზავნილები მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუწონა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან