აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულებს ზარალი აუნაზღაურდებათ


აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორებს, საქართველოს სადაზღვევო და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა. 

შეხვედრაზე, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში სტიქიის შედეგები განიხილეს და დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის საკითხზე  იმსჯელეს.

საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა, მზადყოფნა გამოთქვეს, შეღავათი გაუწიონ „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარებს და სესხების რესტრუქტურიზაციის მიზნით, სტიქიის შედეგად დაზარალებული  თითოეული ფერმერის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილონ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან