დახმარებები დაზარალებულებს


„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ნაწილს შესაძლოა სამართლებრივი დავის დაწყება დასჭირდეს.

გაირკვა, რომ დაპირებული 200-ლარიანი დახმარება აპრილის მონაცემებით უხელფასოდ დარჩენილთა ოფიციალურად აღრიცხული რაოდენობის მხოლოდ ნახევარმა მიიღო. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც სამსახურიდან ან უხელფასო შვებულებაში სწორედ ეპიდემიის დროს გაუშვეს. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური დამსაქმებლის სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, რადგან პროცედურის მიხედვით მათ უნდა აცნობონ შესაბამის უწყებას თანამშრომლის დათხოვნის შესახებ.

მარიამ ბერძენიშვილი დაინტერესდა, ასეთ ვითარებაში კუთვნილი დახმარების მიღების რა ბერკეტი აქვთ სამუშაო ადგილის გარეშე დარჩენილებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან