BERA - სამუდამოდ (With Lyrics By ✔GᴜRɢEɴA ツ)

10/26/2013
GuRgEnA99-ის მიერ

BERA - სამუდამოდ (With Lyrics By GuRgEnA)
DREAMER-ებმა დამამატეთ FaceBook-ზე: https://www.fb.com/GuRg3nA

სიმღერის ტექსტი აღწერაშიც:

მეფე მოდის ქვეყნის გამო, და არა ტახტისთვის!
ვინც იბრძოდა სკამისთვის დღეს ელექტრო სკამზე ზის!
არაფერი არ მიკვირს, ველი კიდევ ბევრს
ვხედავ უფრო მეტ მედროვე თანაგუნდელს ვიდრე მტერს
ვნახე ღალატი და ერთგულება, სიძულვილი - სიყვარული
იყო ცრემლებიც, სიმწრის და სიხარულის
ვნახე შიში - ვისწავლე მისი დაძლევა
ვნახე ოცნება - დავიწყე მისი ახდენა!
ვნახე ჩემი ოჯახი როგორ იტანდა ყველაფერს!
სიცოცხლის ფასად მაშინ დავჭირდი ყველა მტერს!
დღეს აქ დგანან და ლაპარაკობენ სამართალზე!
და თუ შევხვდით პასუხს არ ვაგებ საკუთარ თავზე!
სულ სხვა რეალობას ვისურვებდი,
არ ვართმევდი სხვას, მე სულ ჩემსას ვიბრუნებდი!
გამარჯვების დროა!
ჩვენ შვილებს აღარ მოუწევთ თავისუფლებისთვის ბრძოლა - შეძლებენ მეტს!

რასაც ეს თაობა შექმნის, ის მომავალს შეცვლის (სამუდამოდ! სამუდამოდ!)
და სანამ წავალ ჩემს ყველაფერს დაგიტოვებ, ერთ დღეს ვეღარ მნახავ - ჩემს ხმას მაინც გაიგონებ! (სამუდამოდ! სამუდამოდ!...)

...

როგორც ჩემი წინაპრები ომის დროს - მეც ვმღერი
ბერა - ვაჟკაცების საყვარელი რეპერი!
არ მრცხვენია უკან მოხედვის, ამაყად დავდივარ!
საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლში ვარ!
ნაღდი ვარ - ნამდვილი! ამაყი ამით ვარ!
რაც უნდა თქვან, მე დედამიწაზე გავლით ვარ!
ცხოვრების არსს სიყვარულით ვხსნი,
სიყვარულმა შემქმნა - მეც სიყვარულით ვქმნი!
თავმდაბალი კაცი სხვაზე მაღლა დგას!
შენ მიყურებ მე - მე ვუყურებ ცას!
ღმერთის მწამს - და არა თქვენი,
როცა მოვა დრო ყველას გვერგება ჩვენი განაჩენი!
ეშმაკები ანგელოზის სახეებით დადიან,
სულ გვმოძრვრავენ ჩვენ თვითონ რას სჩადიან,
თავს არ დავუხრი სხვა ადამიანს უფალმა შემინდოს,
ჩემი ცხოვრება წამია რომლითაც შევცვლი დროს!

რასაც ეს თაობა შექმნის, ის მომავალს შეცვლის (სამუდამოდ! სამუდამოდ!)
და სანამ წავალ ჩემს ყველაფერს დაგიტოვებ, ერთ დღეს ვეღარ მნახავ - ჩემს ხმას მაინც გაიგონებ! (სამუდამოდ! სამუდამოდ!...)