BERA - წერილი ბოთლში (Official Music Video)

05/29/2018
Bera-ის მიერ

წერილი ბოთლში… ჩემს ისტორიას ვატან ზღვას
ვიცი, ვერ წავიღებ იქ იმას, რაც აქ მაქვს
ასე რომ, დაგიტოვებ შენ, იმედია მომისმენ,
როცა დავკარგავ ხმას
დაგიხატავ გზას, რომელიც გავიარე
რომლის გამოც მაღიარე და თან გადამიარე
ხშირად უცდიათ ჩემთვის ტკენა ადამიანებს
არც შური არც ბოღმა მარტო სიყვარული მაზიანებს
ის სიყვარული, რომელიც ვერ დაინახეს
ან დაინახეს და გულიდან თავში აიტანეს
ვაღიარებ, მე ხომ წმინდანობას არ ვიბრალებ
ჩავიდენ ცოდვას და შეიძლება ხვალაც არ ვინანებ
უბრალო კაცი ვარ მეც უბრალოდ სულ მინდა მეტი
ათასი წელიც ცოტაა უსასრულობის გვერდით
ვსწავლობთ შეცდომებით, მე მისწავლია ბევრი
თქვენი აზრისგან განსხვავებით მიწვალია ბევრი
მაინც ვერაფერს შევცვლით გვინდა თუ არა ეს
დილა მაინც უნდა გათენდეს
და ღამით უნდა დაღამდეს
ალბათ მთავარია როგორ გავატარებთ დღეს
და ვისთან ერთად, რამდენად ღირსეულად
დილით ვართ ბედნიერად, გვახსენდება მტკივნეულად
საღამოს, მაგრამ ის ხომ უკვე არის შორს
ბოლოს კი თვალს გააყოლებ მზის ჩასვლის დროს
და წერილს ჩადებ ბოთლში
შენს ისტორიას გაატან ზღვას
როცა მიხვდები რომ წერას მორჩი
და თან მელანიც აღარ გაქვს
ის იმოგზაურებს დროში
გაჰყვება ტალღებს და ათას ქარს
გვერდით ჩაუვლის ათას ნავს
სანამ მას ვინმე შენსავით არ ნახავს.

Check Me Out on Other Social Media:

➡️ Instagram - https://www.instagram.com/beraofficial/
➡️ Facebook - https://www.facebook.com/beraofficial/
➡️ Soundcloud - https://soundcloud.com/bera88234

Don’t Forget to Subscribe to my Channel for More Content:

https://www.youtube.com/user/MrBeraOf...