საოკუპაციო ხაზს მიღმა
აფხაზეთში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, ასი ათასობით ქართველი გახდა დევნილი. თავიდანვე, რუსული საოკუპაციო რეჟიმი ორ ნაწილად ყოფდა ქართველებს. მათ სასტიკი გენოციდი მოუწყვეს მოქალაქეებს გაგრაში, გუდაუთასა და სოხუმში. ბევრი ადამიანი მოკლეს, ხოლო სხვები დევნილები გახდნენ. გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრები ადამიანების მიმართ საოკუპაციო რეჟიმი განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს. აქაურებს რეჟიმი მკვიდრ მოსახლეობად თვლის და ღიად არ აიძულებს მშობლიური კერის მიტოვებას. ამავე დროს, აქაურები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად განიხილებიან. საოკუპაციო რეჟიმი მათ მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენს. ომის დასრულებისთანავე, გალსა და ოჩამჩირეში ქართველების ერთი ნაწილის სახლები გადაწვეს. იქ დარჩენილებს, წართმეული აქვთ ყველანაირი უფლებები. მადონა ჩიტაია, გალის რაიონში, პედაგოგად მუშაობდა. ომის დასასრულს, ბანდფორმირებებმა მისი სახლი დაწვეს და ოჯახმა თავი ზუგდიდს შეაფარა. ისინი უკვე 28 წელია ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. დევნილობაში გაზრდილი შვილი სამუშაოდ რუსეთში წავიდა და საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მადონა ჩიტაიას მეორე შვილიც დევნილობაში დაიღუპა. ძმები, მშობლიურ სოფელში, გალში დაკრძალეს. მადონა ჩიტაია შვილების საფლავზე მისასვლელად საოკუპაციო საზღვარზე გადადის და ჯარისკაცებისგან მალულად მშობლიურ მხარეში ბრუნდება. სწორედ ეს გახდა მიზეზი საქართველოს მთავრობის ბიუროკრატიისთვის, რომ მისთვის უარი ეთქვა ბინის გადაცემაზე. ბიუროკრატიის ოფიციალური პოზიციის თანახმად, მადონა ჩიტაია მონიტორინგის დროს ზუგდიდში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ მას სხვა საცხოვრებელი ჰქონდა. ზუსტად ასეთი უსამართლობის წინაშე აღმოჩდნენ სხვა დევნილები. ,,დევნილებადაც არ გვთვლიან’’- ამბობენ ადამიანები, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ, მაგრამ დღემდე ინარჩუნებენ კავშირებს საოკუპაციო ხაზს მიღმა. გვიპოვეთ აქ: Facebook: / mautskebeli.. . Instagram: / mautskebeli. . Web: http://www.mautskebeli.ge/ #მაუწყებელი
მაუწყებელი • Mautskebeli-ის სხვა ვიდეოები
ლალი ეფრემიძე ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების შემდ...
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
სოფელი ზოდი განადგურების მოლოდინში
საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი/Otlaqsız qalan kə...
ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია
კომპანიას მძღოლების ნახევარი მილიონი ევრო მართებს
გერმანიაში ქართველი მძღოლების გაფიცვა გრძელდება
გიორგი ზენაიშვილი: ტრაილერის მძღოლების გაფიცვა გერ...
მსგავსი ვიდეოები
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ქართველების გამოწვევები კორო...
Formula News
გატაცება საოკუპაციო ხაზიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ინფორმაციით, რუსი სამხედროები სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცხოვრება საოკუპაციო ზოლთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფოკუსი - მცოცავი ოკუპაცია
Tabula ტაბულა
უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster