პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია სოფელ ჟონეთში

11/14/2020

https://mtisambebi.ge/ - შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაშალეს საპროტესტო აქცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში. აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას და ხეობიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს საავტომობილო გზა გადაკეტა.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან