ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასთან და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, სენატორ ჯეიმს რიშს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტსა და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერსა და კონოლის შეხვდნენ. შეხვედრებზე ხაზი გაესვა რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას. შეხვედრების დროს საუბარი შეეხო შიდაპოლიტიკურ თემებსაც, სადაც პარტიის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პოლიტიკური პროცესების შესახებ და მოისმინა მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები ამ მიმართულებით. მმართველი პარტიის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა სურვილი, რომ მათ იხილონ ოპოზიცია პარლამენტში, ხოლო მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები შემდგომი რეფორმების უზრუნველსაყოფად. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
Tamar Chugoshvili
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
TV IMEDI
სერგო რატიანი ალექსი პეტრიაშვილის მხრიდან რუსეთის მისამართით...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს აფასებს 19...
Tv Dia
საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შესახებ დეკანოზი არჩი...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster