ახალი ქართული ფილმი - „პერსონა ნომერი 2“

04.12.2020 04:09

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ახალი ფილმის წარმატებული პრემიერა.  ნინო ბასილიას  ნამუშევარმა სახელწოდებით „პერსონა ნომერი 2“ ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმს რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ფილმზე ნინო ბასილია რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. მასში სხვადასხვა თემებზე ცხრა ქალის ხმამაღალი ფიქრებია წარმოდგენილი. სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს მუსიკა, რომელზეც გერმანელმა კომპოზიტორმა ალექს ბეიკერმა იმუშავა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub