არჩევნები რაგბის კავშირში


რაგბის კავშირში, შესაძლოა, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს - ეს საჯარო რეესტრზეა დამოკიდებული. უწყებას ახალარჩეული პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძე ამ დრომდე არ დაურეგისტრირებია. მიზეზად არჩევნების კანონდარღვევით ჩატარება სახელდება.

თავად აბუსერიძე ხარვეზს ტექნიკურს უწოდებს და საჯარო რეესტრში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას გეგმავს. რაც შეეხება პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატებს, ბაჩო ხურციძე ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, გოჩა სვანიძე კი შედეგებს აღიარებს.

ვაკო ორმოცაძე გიამბობთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან