გელა გნოლიძე u0026 ღამის შოუს ბენდი | საქართველო ლამაზო

11/10/2023
TV IMEDI-ის მიერ

ვერსია | გელა გნოლიძე (Billie Eilish - hotline) MASHUP
ლექსი | ანა კალანდაძე
სიმღერა | თეიმურაზ ნაცვლიშვილი
გარმონი | ვანიანო ხაჩიძე
ფანდური | ლევან ბანცაძე
SOUND | პაატა ფაცურია

სიმღერის ტექსტი:
ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი
ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა - არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,გული გაფრენად მზად არი...

საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არი

მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები...
მთაში - ტყე დანაბინდები,ტყეში - ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი, მზეს უმღერიან ჩიტები
მხარევ, მოსილო დიდებით, „სხვა საქართველო სად არი

საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არი

როს ვარსკვლავები ხმაურით აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური მეშვიდე ცაზე ატანილს
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი სხვა საქართველო სად არი?
აქ დაიბადა „სულიკო, მზისკენ გაფრინდა „მერანი,
და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა, სით გაუშვებდა ლელაი?
აქ დაიბადა „სულიკო, მზისკენ გაფრინდა „მერანი\"
მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი,
დაბლა შრიალებს მოლისებრ ყანაი გაუყელავი
ფიქრს დაუღლია ონისე ბახტრიონს მიდის ლელაი
მთათ ორბის ფრთები მოისხეს ცაში ასულა ძერაი
ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი
ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი
საქართველოო  ვინ ნახა სხვა საქართველო სად არი?\"

საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არი.

#ღამისშოუსბენდი #საქართველოლამაზო
© Teleimedi LLC 2023