31 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან
31 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღიდან - 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. ათასობით მსხვერპლი, ასეულობით დაკარგული, დევნილად ქცეული 300 000-ზე მეტი ადამიანი, ეთნიკური წმენდა - 13 თვის განმავლობაში გაგრძელებული საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემითა და რეგიონის დაკარგვით დასრულდა. 32 წლის წინ ამ დღეს სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად ავტონომიურ რესპუბლიკაში შესულ საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს სეპარატისტებმა ოჩამჩირეში და გულრიფში ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, წლების განმავლობაში უხეშად დარღვეული უფლებები და ეთნიკური დისკრიმინაცია ამ დრომდე ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან იგნორირებულია აფხაზეთის აღიარების უკან წაღებისა და სამხედრო ძალების გაყვანის ყველა მოთხოვნა. ოფიციალური თბილისი ქვეყნის მთავარი მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მიღწევას მხოლოდ ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკით განიხილავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
31 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფხაზეთიდან დევნილობისა და მოლოდინის 30 წელი
Mtisambebi / მთის ამბები
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი გავიდა
luba giorgadze
ტრაგედია აფხაზეთში // 05.01.2025 /LIVESTREAM
Temur Charelashvili
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 14:00 საათზე - 25 აგვისტო, 2019 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 10 იანვარი, 2020 წელი
TV IMEDI
ვახტანგ ხმალაძის ისტორია - “საქართველოს დაბადება”
საქართველოს დაბადება