იაკობ ნიკოლაძე 140 გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია
29 ნოემბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნ–ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. გამოფენაზე, რომელიც 28 თებერვლამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია დოკუმენტური და მემორიალური მასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და კერძო კოლექციებიდან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციების ციკლი იაკობ ნიკოლაძისა და ქართული ქანდაკების შესახებ. წიგნი–ალბომი „იაკობ ნიკოლაძე 140“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. იაკობ ნიკოლაძე თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელია. ის მხატვრობაში XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც საქართველო ევროპული კულტურის წიაღში დაბრუნებას იწყებდა და ქვეყანაში მრგვალი ქანდაკების წარმოშობის იდეა გაჩნდა. იაკობ ნიკოლაძე XX საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში ერთადერთი მოქანდაკე იყო საქართველოში. გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა ქანდაკების სკოლა, მოქანდაკეების აღზრდილი თაობები და შემოქმედება, რომელიც დღემდე ქართული პლასტიკის უდიდეს სიამაყედ რჩება. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
გამოფენა ,,იაკობ ნიკოლაძე 140"
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
იაკობ ნიკოლაძე
მადამ ფისუნია
იაკობ ნიკოლაძე - გადაცემაში „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ\
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღემუზეუმში სალომე დადუნაშვილთან ერთად - იაკობ ნიკოლაძე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დღე მუზეუმში\
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვებინარი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვ...
განათლების ელექტრონული სახლი