განათლების მინისტრის განცხადება
2019 წლის სექტემბრიდან უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე ყველა პედაგოგის ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. განცხადება ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა გააკეთა. მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულში გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავენ, შესაძლებლობა ექნებათ გამოცდაზე მეორედ ექვს თვეში გავიდნენ, მათ გადამზადებას კი მასწავლებელთა სახლის ტრენინგცენტრი უზრუნველყოფს. ამასთან, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ექნებათ საშუალება, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და მათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შეუნარჩუნდებათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები. რაც შეეხება მასწავლებელთა რეგისტრაციას, ის დღეიდან დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
განათლების მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაიკ პომპეოს ვიზიტი - განათლების მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა - განათლების მინისტრის განცხადებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზოგადი განათლების ახალი დოკუმენტი
TV IMEDI
ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტრო კონკრეტული ცვლილებე...
TV IMEDI
სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება
TV IMEDI