ოპოზიციის საარჩევნო გეგმები


არჩევნებისთვის ოპოზიციური სპექტრი ისევ აანონსებს გაერთიანებებს. ამჯერად პოლიტიკური ალიანსი „ერთიანობა“ ფართოვდება. როგორც გაერთიანების ლიდერები აცხადებენ, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან გრძელდება მოლაპარაკებები და მათ შორისაა პარტია „ევროპული საქართველოც“. გაერთიანება დღეს ოფიციალურად შედგება. ამასთან ერთად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელიც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთიანობასთან მას ყველაზე ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს. მმართველ გუნდში კი ოპოზიციურ გაერთიანებებს სკეპტიკურად უყურებენ. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, ოპოზიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მინიმალური შანსი აქვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან