42° პარალელი - "თავისუფალი ვეტო" ანუ მაიმუნი ბარდათი / კოსოვო - ერთი ნაბიჯი /


\"თავისუფალი ვეტო\" ანუ მაიმუნი ბარდათი - გაეროს უშიშროების საბჭოს ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდწილად უნიკალურია, ისევე როგორც თავად ეს ორგანო. ბოლო წლებია უშიშროების საბჭოს ყველა აკრიტიკებს უპასუხისმგებლობის, პოლიტიკური დაპირისპირების და უშედეგო რიტორიკული გამოსვლების გამო, რის შედეგადაც ისინი ვერ ახერხებენ ყველაზე მწვავე კრიზისულ საკითხებზე შეთანხმებას - სირიასა თუ უკრაინაზე, პალესტინასა თუ მიანმაზე. უშიშროების საბჭოს კრიტიკა საბოლოოდ ორ ძირითად პუნქტამდე დადის. პირველი ეხება საბჭოს შემადგენლობას, ხოლო მეორე მისი მუშაობის პროცედურებს. სიუჟეტში ამ ორი პრობლემის შესახებ რეზი ქოიავა მოგითხრობთ

კოსოვო - ერთი ნაბიჯი 

2008 წლის ფინანსური კრიზისის მიზეზები - ზუსტად ათი წლის წინ, 2008 წელს, მსოფლიოს უზარმაზარი ფინანსური და ეკონომიკური კატასტროფა დაატყდა თავს, 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, გაკოტრდა გიგანტური საინვესტიციო ბანკები, ათასობით ადამიანმა დაკარგა სახლი. მსგავსი ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოს არ ახსოვს დიდი დეპრესიის შემდეგ. რა მიზეზებმა განაპირობა 2008 წლის ფინანსური კრიზისი და რამდენად შეიძლება განმეორდეს მსგავსი მოვლენა, ამის შესახებ ტატო ხუნდაძე მოგითხრობთ
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან