ძლიერი წვიმა ბათუმში
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმსა და მახინჯაურში. უხვი ნალექის გამო ზრვისპირა ქალაქში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებშიც შევიდა. დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ბათუმის მერი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, რიგ უბნებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლოა ეს გახდა მიზეზი, რომ წყლის გამტარიანობა გარკვეულად შეზღუდულია. მახინჯაურში კი, უხვი ნალექის შედეგად ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. დაახლოებით ნახევარი საათი კი ჩაკეტილი, რამაც ბათუმისა და ჩაქვის მიმართულებით საცობები გამოიწვია. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, უხვი ნალექის დროს საავტომობილო გზა ხშირად იტბორება. ისინი მიზეზად გაუმართავ სანიაღვრე არხებს ასახელებენ. შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებმა სანიაღვრე ჭები და არხები გაწმინდეს, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი სულ 40-მდე შეტყობინება შევიდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ძლიერი წვიმა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა
GEORGIA NEWS - ახალი ამბები საქართველოდან
"ქრონიკის" შეკითხვებს არჩილ ჩიქოვანი პასუხობს
TV IMEDI
ბათუმში „მეკობრე“ გამოჩნდა
GEORGIA NEWS - ახალი ამბები საქართველოდან
ბათუმში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
Formula News
სტიქია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა
GEORGIA NEWS - ახალი ამბები საქართველოდან
ძლიერი წვიმა გურიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster