ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება


ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა სამი წლიდან, კვლავ ოთხ წლამდე გაზარდა. ნათია თურნავას თქმით, საკრედიტო აქტივობის დინამიკის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მკაცრი მიდგომის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არსებობს, შესაბამისად, ჩვეულ ფორმატს უბრუნდება სამომხმარებლო სესხების ზღვრული ვადიანობა.

გარდა ამისა, ცენტრალურმა ბანკმა დღეს კიდევ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ერთი ის, რომ ეროვნულ ვალუტაში სესხის აღებისას, 200 000-ლარიანი ზღვარი, 300 000 ლარამდე იზრდება. ხოლო მეორე - ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერი ოდენობის სესხს იმ ვალუტაში მიიღებს, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი, მათთვის 200 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან