წითელას ვაქცინაცია კატეგორიულად იკრძალება ორსულებისთვის


წითელას ვაქცინაცია კატეგორიულად იკრძალება ორსულებისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ფეხმძიმე ქალბატონებს მიმართავს, რომ არ ჩაიტარონ აცრა, რადგან ვაქცინა მათ შემთხვევაში უკუჩვენებას იწვევს.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაქცინაციის რეკომენდაცია ორსულების შემთხვევაში, მხოლოდ გრიპის ვირუსზე გასცა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას 716 შემთხვევა ფიქსირდება და სტატისტიკა, ჯერჯერობით, მზარდია. ამ დროისთვის აცრილია 22 000 მოქალაქე. გამყრელიძე გარდა ორსულებისა, ყველას მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია დროულად  ჩაიტარონ.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან