შეხვედრა ოპოზიციასთან

11.06.2022 03:42

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაგდონალდი გუშინ დღის ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა,  დასრულების შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაგდონალდს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და გამოწვევების შესახებ. პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ხელისუფლება გააკრიტიკა და  უმოქმედობაში დაადანაშაულა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: