სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შესრულება- NGO-ების ანგარში

21.12.2018 01:54

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას აფასებს. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ხუთ საკითხს მოიცავს:  იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მესამე სექტორის წარმომადგენლები კანონმდებლობაში იმ კრიტერიუმების არარსებობას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს. დოკუმენტში შეფასებულია პასუხისმგებელი უწყებების ერთ-წლიანი საქმიანობა. ანგარიშის პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ესწრებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: