შემთხვევა თუშეთში


ფშაველი-ომალოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. გარდაცვლილია მანქანაში მყოფი მგზავრი. მძღოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან