გრიგოლ ვაშაძე სოფელ ორპირისა და საწირეს მოსახლეობას შეხვდა


მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე სოფელ ორპირისა და საწირეს მოსახლეობას შეხვდა.

კორუფცია, უმუშევრობა, სიღარიბე და შეწყვეტილი სოციალური დახმარება - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაზეც ვაშაძის თქმით, ადგილობრივები საუბრობენ.

მოსახლეობა ინფრასტრუქტურისა და ასევე სარწყავი სისტემების მოწესრიგებასაც ითხოვს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში პენსია 400-ლარამდე გაიზრდება, მასწავლებლების ხელფასი კი 1000 ლარამდე მოიმატებს. განხორციელდება დასაქმების პროგრამებიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან