რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ


საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 2024 წლამდე გააკეთებს – პარლამენტში აღნიშნულთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი უკვე მზად არის. დოკუმენტი უკვე დარეგისტრირდა და უახლოეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.

„ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა – მოწოდება მთავრობისადმი, რომ ევროპული ინტეგრაციის კუთხით ძალისხმევა გაძლიერდეს და ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის სათანადოდ მოემზადოს და მიმართვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების დასაჩქარებლად ყველა ნაბიჯი გადადგან.

ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგი სრულფასოვნად მოხდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან