„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება

10.09.2020 01:27

პარტია „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. საბა ბუაძე ოლიმპიური კომიტეტის ოფისთან მივიდა და ხვალ ჩანიშნული ყრილობის გადადება მოითხოვა. ბუაძე განმარტავს, რომ ყრილობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიის წესებს. მისივე თქმით, პანდემიის გამო ოლიმპიადა გადაიდო და მოცემულ ვითარებაში არ არსებობს ყრილობის ჩატარების აუცილებლობა. ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტისთვის გაუგებარია პარტიის პოზიცია და მოთხოვნა. ელგუჯა ბეროშვილი განმარტავს, რომ დარღვევის შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ორგანიზაციები, რაც პოლიტიკური პარტიის გასარჩევი არ არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო