საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი


საქართველოს ევროპული პერსპექტივა შიდა პოლიტიკური მღელვარების მთავარი თემა ხდება.

ისტორიული გადაწყვეტილების წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის ურთიერთბრალდებები მწვავდება. რიტორიკა უცვლელია - „ქართული ოცნება“ ოპონენტების ნაწილს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაბლოკვის მცდელობაში, ოპოზიცია კი ხელისუფლებას ანტიდასავლურ გზავნილებში ადანაშაულებს. ვნებათაღელვა მმართველი პარტიის თავმჯდომარის დღევანდელმა განცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა. კანდიდატის სტატუსის შეფერხების მცდელობების მიღმა ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მხრიდან ქვეყანაში არეულობის გამოწვევის და ომში ჩართვის მიზნებს ხედავს. ევროკომისიის შეფასების და ევროპული საბჭოს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების წინ ხელისუფლების პროგნოზი ოპტიმისტურია. გატარებულ რეფორმებზე დაყრდნობით „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ევროპელ ლიდერებს უარის თქმის საფუძველი არ აქვთ, თუმცა ორაზროვანი და კრიტიკული აქცენტების შემცველი იყო ევროკავშირის ელჩის დღევანდელი გზავნილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან