უკრაინა-საქართველო: კომისიის სხდომა

05/18/2012
EUNATO GovGe-ის მიერ

საქართველოს დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით უკრაინის ვიცე-პრემიერ სერგეი ტიგიპკოს მიწვევით კიევში იმყოფება, სადაც საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა.სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებაა.
საქართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერებმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა გახსნეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება იმ პროექტების ინიცირება და ხელშეწყობა, რომელსაც ორივე ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

EUNATOGOVGE Web -http://www.eu-nato.gov.ge
EUNATOGOVGE on Facebook-   / eunatogovge  
EUNATOGOVGE on Twitter-   / eunatogovge  
EUNATOGOVGE on Flickr - http://www.flickr.com/photos/eunatogo...
EUNATOGOVGE on Myvideo.ge- http://www.myvideo.ge/EU-NATO.GOV.GE

ვიდეოები „EUNATO GovGe"-ისგან