ლია მიქაძე 85 წლისაა


საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე იუბილარია. მას 85 წელი შეუსრულდა. ქართული ტელევიზიის ისტორია სწორედ ლია მიქაძესთან ერთად იწყება. 1956 წელს, როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზიის გახსნისთვის მზადება დაიწყო,  რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა თეატრალური უნივერსიტეტის პირველკურსელ ლია მიქაძეს კონკურსში მონაწილეობა ურჩია.

ლია მიქაძემ საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძასთან, ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ ლია მიქაძეს და ჯანმრთელობას უსურვებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან