„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" პარლამენტს ადანაშაულებს
05/07/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის\" თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ქვეყნის პარლამენტს ადვოკატების სამსახურეობრივი მოვალეობის ხელისშეშლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებოდათ, სასამართლოსთვის ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე მიემართათ. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატის, როგორც უფლებადამცველის, ინტერესები შეილახა და იგი ყველანაირ შესაძლებლობას მოკლებულია, დაიცვას მისი დაცვის ქვეშ მყოფი. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ადვოკატთა კორპუსმა საკუთარი პროტესტი გაფიცვით გამოხატოს. მანამდე კი ასოციაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ადვოკატებთან გამართავს. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში კი, ადვოკატის უფლებები პროკურორის ინსტიტუტს გაუთანაბრდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16hdtZp
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16hdtZp