„ქართულმა ოცნებამ" ახმეტაში კანდიდატები წარადგინა


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ზვიადაურმა საკუთარ მხარდამჭერებს „ქართული ოცნების\" ახმეტის გამგებლობის კანდიდატი, ბექა ბაიდაური და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. შეხვედრაზე, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა, ბექა ბაიდაურმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და პირობა მისცა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მათი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა სოფელს კეთილმოწყობილი გზა და ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყალი ექნება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hzOR5k

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან