ღამის სერენადები

08/17/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე უკვე მეშვიდედ გაიმართება საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელშიც მონაწილეობას ლიანა ისაკაძესთან და მის მიერ შექმნილ „მსოფლიო კამერულ ანსამბლ ვირტუოზებთან\" ერთად მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები მიიღებენ.

2015 წელს, თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ფესტივალს თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა.

საფესტივალო საღამოები ბათუმში 25, 26, 28 და 30 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო 2 და 3 სექტემბერს კონცერტები თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ფესტივალი 4 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ, ივერიაში“ დასკვნითი საქველმოქმედო საღამოთი დასრულდება. კონცერტიდან შემოსული თანხა, ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების“ სურვილით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხება.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან