ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

30.10.2025 02:02

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა ზუგდიდის N 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა გახსნა. მან საკრებულოს წევრებს 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო. პროცედურის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მამუკა წოწერია, რომელიც მანამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი იყო. საკრებულოს სხდომაზე, „ლელოს“ წევრმა, სოფიო შამუგიამ სავარაუდო კორუფციის გამოძიების მიზნით, დროებითი კომისიის შექმნა მოითხოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოში 50 წევრია. აქედან 48 „ქართული ოცნების“, ერთი - „ლელოს“ და ერთი კი - „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: